რა ღირს ბიზნეს-გეგმა

MTVi-ის  (577 235 400, Caumednet@gmail.com, skype-medgeo.net)  ხშირად მომართავენ ამგვარი შეკითხვით. სტანდარტული კითხვები და პასუხები ქვევითაა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდივიდუალურ სიტუაციაზე ბევრია დამოკიდებული.

რა ღირს თემატური მეთოდური მითითებები?

MTVi (577 235 400; Caumednet@gmail.com; skype: medgeo.net)  მეთოდური მითითებების ფასები  10-დან  50 ლარამდეა.

რა ღირს ტიპური ბიზნეს-გეგმები?

MTVi-ის (577 235 400, Caumednet@gmail.com skype-medgeo.net)  ყველა ტიპური ბიზნეს-გეგმა ინდივიდუალურად იწერება, რათა მავან წერტილში მისული ყველა პროექტი ერთნაირი არ იყოს. ეს არის საკმაოდ მოცულობითი ნაშრომი – ჩარჩო, რომლის ბაზაზეც თქვენ შეგიძლიათ თქვენი პროექტის მომზადება. ფასი მერყეობს 100-დან 150 $-ის ეკვივალენტამდე ლარებში. ამ თანხაში შედის საინფორმაციო მომსახურებათა მინიმალური პაკეტიც.

რა ღირს  ბიზნეს-გეგმის დაწერა?

ბიზნეს-გეგმის დაწერა, გულისხმობს რომ თქვენ გააზრებული გაქვთ ყველაფერი, გაქვთ ციფრები, ანალიზი და კვლევები და გჭირდებათ პირი, რომელსაც კალამი უჭრის, რომ წერილობით გააფორმოს თქვენი ციფრები და იდეები.  ასეთი სამუშაოს შესრულების თანხა თბილისში 150-დან 300 $ -ის ეკვივალენტამდე მერყეობს. ფასი  ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რა დონეზე მიაწვდით საფინანსო და სხვა ცხრილებს. ამგვარი შეკვეთის დროს, როგორც წესი, საკონსულტაციო ფირმა ჯერ მოგთხოვთ რა მასალები გაქვთ- მერე ინდივიდუალურად თქვენთვის მოამზადებს  დიდ კითხვარს, რომელიც უნდა შეავსოთ. უნდა გესმოდეთ, რომ კონსულტანტი ვერ დაიწყებს თქვენი იდეების ანალიზს და თქვენთან დიალოგშიც მინიმალურად შემოვა.  იგი უბრალოდ თქვენი მასალის ბაზაზე დაწერს ტექსტს. ანალიზი, თქვენთან დიალოგი (კონსულტირება, დრო) ცალკე სამუშაოა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს.

რა ღირს ბიზნეს-გეგმის მომზადება?

ბიზნეს-გეგმის მომზადების ქვეშ, გულისხმობენ სამუშაოთა დიდ ციკლს: იდეის ანალიზი, მარკეტინგული და ფასების კვლევები და მრავალი სხვა. ამ თემაზე გაეცანით სტატიას „ ბიზნეს-გეგმა აისბერგის თავია“ >>>
ამგვარი სამუშაოების ღირებულება მოლაპარაკების თემაა, საზოგადოდ კი – საძიებელი  თანხის 5%-მდეა, საშუალოდ 3%.  უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია საძიებო თანხის სიდიდეზე.

რატომ არის ბიზნეს-გეგმის ფასი დამოკიდებული საინვესტიციო თანხის ოდენობაზე?

თუკი თქვენ ითხოვთ მილიონ დოლარს, მისი  დასაბუთების დოკუმენტების მომზადება და პასუხისმგებობლები მილიონჯერ მეტია ვიდრე – როცა ითხოვთ 1 დოლარს. მოთხოვნილი თანხის რაოდენობასთან ერთად იზრდება  სამუშაოს მოცულობა, ხარისხი და პასუხისმგებლობა.

გავრცელებულია ხრიკი – საკონსულტაციო ფირმას ეუბნებიან ნაკლებ თანხაზე ვადგენთო. ბიზნეს-გეგმის მომზადების ტექნოლოგიაში ვინც ერკვევა, მისთვის ცხადია ამ ხრიკის სიჩერჩეტე. ჯერ „მერე გაბერილი“ ბიზნეს-გეგმით არავის, არსად არ მიუღია დაფინანსება.

რა ღირს ინოვაციური იდეა ?

ხშირად ფონდები ითხოვენ პროექტი იყოს ინოვაციური. აუცილებლად კარგად უნდა გავიგოთ რაა ინოვაცია. გირჩევთ გაევანით ამ გვერდზე >>> ამონარიდებს პროფ. ბლადიმერ პაპავასა და სხვ. ნაშრომიდან >>>
საქართველოში საგრანტო რესუსრსებზე კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ უკვე საკმაოდ რთულია ინოვაციური კომპონენტი იპოვოთ თქვენი პროექტისათვის. ჩვენ, როცა ინოვაციურ პროექტს ვამზადებთ ვიქცევით ასე:
— ვეძებთ მოცემულ თემაზე მთელ მსოფლიოში უახლეს სამეცნიერო სტატიებს, პატენტებს,გამოგონებებს, გამოყენებით   ინფორმაციებს და ვცდილობთ გავიაზროთ რა გამოგვადგება საქართველოს პირობებში;
— ვუკავშირდებით მსოფლიოს სხვადასხვა, მოცემულ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო ფირმებს, სამეცნიერო ცენტრებსა თუ ცალკეულ სპეციალისტებს. რამდენადაც აქტიური კონტაქტები გვაქვს ამას შედარებით იაფად ვახერხებთ.

ზოგადად თქმა, რა ღირს ინოვაციური პროექტი რთულია. განხილულ უნდა იქნეს კონკრეტული შემთხვევაში. ხშირია შემთხევავ, როცა ინოვაციის გამოვლენა თვით შემკვეთთან დიალოგში ხერხდება, თუ იგი კარგი სპეციალისტია.


თეზაურუსი: ბიზნეს-გეგმების სათაო გვერდი,   ბიზნეს-გეგმების განმარტებითი ლექსიკონი ,ბიზნეს გეგმაბიზნეს გეგმებიბიზნეს გეგმების მომზადება, ბიზნეს გეგმების შედგენა, როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმაბიზნეს გეგმა,  როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი,  ინვესტორი, საინვესტიციო წინადადებები, საინვესტიციო წინადადება,  საინვესტიციო პროექტები, საინვესტიციო პროექტი, საინვესტიციო წინადადების მომზადება, ბიზნესის მენეჯმენტი, ფინანსური ანალიზი,  საფინანსო ანალიზი, საფინანსო ანალიზი, ფინანსური ანალიზი, ძირტკბილა, საინვესტიციო პროექტი, საინვესტიციო პროექტის მომზადება, ფისტა, რა ღირს ბიზნეს გეგმაბიზნეს-გეგმა, საგრანტო პროექტების შედგენა, შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს გეგმა, შეღავათიანი კრედიტების ბიზნეს გეგმის მომზადება, შეღავათიანი კრედიტების პროექტების მომზადება, ბიზნეს გეგმები რაჭისათვის, ბიზნეს გეგმები ჯავახეთისათვის, ბიზნეს გეგმები კახეთისათვის, ინოვაციაინოვაციური, ინოვაციური ბიზნეს გეგმები, ბიზნეს გეგმები ემიგრანტებისათვის, ემიგრანტები,  ემიგრანტების ბიზნესი,  ემიგრანტების  დასაქმება ,  ემიგრანტების მომსახურებები, მოდის თუ არა ჩაწყობა გრანტებზე ?,  არის თუ არა ჩაწყობა გრანტებზე?,  არის თუ არა ჩაწყობა შეღავათიან კრედიტებზე, მოდის თუ არა ჩაწყობა შეღავათიან კრედიტებზე?

..

..