როგორ მოვიზიდოთ აკაუნტზე მეგობრები?

როგორ უნდა მოიზიდოთ აკაუნტზე მეგობრები და გაზარდოთ თქვენს ჯგუფებში წევრების რაოდენობა და პეიჯებზე ლაიქების რაოდენობა ?

  1. გაწევრიანდით აქტიურ ფეის-ჯგუფში, რომლის თემატიკა შედის თქვენს ინტერესებში;
  2. შედიხართ ამ ფეის-ჯგუფის „წევრებში“. ხედავთ წევრების სიას, რომლებსაც  გვერდით უწერია „დაამატე“. აჭერთ ღილაკს „ დაამატე“ და ეგზავნება დამეგობრების მოწვევა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაწილი დაგიმეგობრდებათ.
  3. მთავარია უცებ ბევრს არ გაუგზავნოთ მოწვევას, თორემ ფეისბუქი დაგბლოკავთ. დღეში 10-15 პორცია -პორციობით საკმარისია.
  4. მეგობართა რაღაც რაოდენობის მიღწევის შემდეგ აქეთ დაიწყებს მოსვლას დამეგობრების თხოვნები.
    აქეთ მთხოვნელები შეიძლება მეტი დაამატოთ, მაგრამ ზომიერების დაცვა მაინც საჭიროა, გაანაწილეთ დროში.
  5. ამ გზით, თქვენს აკაუნტზე საკმაოდ სწრაფად დაიმატებთ მეგობრებს და მიაღწევთ 5 000 -სს.
  6. აკაუნტის მეგობრებს კი, შეგიძლიათ ავტომატიურ რეჟიმში გაუგზავნოთ მოწვევა თქვენს მიერ შექმნილი პეიჯების მოსაწონებლად. აგრეთვე- შედარებით იოლად მოიწვიოთ ჯგუფებში.
  7. ამდენად, სასურველია აკაუნტზე გყავდეთ რაც შეიძლება მეტი, თქვენი ინტერესების შესაბამისი მეგობარი.