ბიზნეს გეგმის სატიტულო გვერდი

ლევან შენგელია. ბიზნეს-გეგმების შედგენა. თბილისი 2012.
 წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

ბიზნეს გეგმის სატიტულო გვერდი უნდა იყოს ინფორმატიული და გამოიყურებოდეს პროფესიონალურად. მიუთითებდეს ბიზნეს – გეგმის კონფიდენციალობას. სათაო გვერდი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

• საქმიანობის სახელწოდება
• ორგანიზაციის ემბლემა
• ინფორმაცია ავტორთა შესახებ (სახელი, გვარი, ტიტული)
• კომპანიის მისამართი
• ტელეფონის ნომერი
• ელ – ფოსტისა და ვებ – გვერდის მისამართი
• მომზადების თარიღი.

კარგია თუ მიუთითებთ როგორ და სადაა დაცული საავტორო უფლებები.

ვებ – გვერდის მითითება არაა მხოლოდ ფორმალური ელემენტი, განსაკუთრებით, თუკი  ბიზნეს-გეგმა უცხოელ ინვესტორს უნდა წარუდგინოთ.
თუკი არა გაქვთ ვებ-გვერდი, ჯობია მისი დაპროექტება  იმავე ჯგუფს შეუკვეთოთ, რომელიც ბიზს-გეგმას წერს.

ბიზნეს – გეგმის წარდგენამდე თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ვებ – გვერდი და მასში წარმოაჩინოთ მრავალი ასპექტი, რომეთა წარმოჩენასაც უშუალოდ ბიზნეს – გეგმაში ვერ ახერხებთ ან მიზაშეუწონლად მიგაჩნიათ.

ასევე, ბიზნეს-გეგმის ტექსტში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული გვერდები, სადაც დაზუსტებულია ბიზნეს-გეგმაში გამოთქმული მოსაზრებები.

<<<წინა გვერდი  მომდევნო გვერდი>>>