სტიპენდიის მოძებნა საზღვარგარეთ
აკადემიური პროგრამები სტიპენდიებით საზღვარგარეთ- არჩევანი დიდია . მაგ: თუ გსურთ კომუნიკაციების შესწავლა, ინგლისურ ეკვივალენტში არის ამ სპეციალობის რამოდენიმე დასახელება: Communications, Media and Communications, Media Studies, Communication Studies, Mass Communications და სხვ. შესაბამისად კურსების ნაკრებიც, რომელსაც შეისწავლით ამ პროგრამებში სხვადასხვაა. მაგ: შემოგთავაზებენ გლობალურ კომუნიკაციებს, კორპორატიულ კომუნიკაციებს, კომუნიკაციების ისტორიას და გამოკვლევის მათემატიკურ მეთოდებს და სხვ.