პირადი საფინანსო კონსულტანტი

პირადი საფინანსო კონსულტანტი

ლევან შენგელია

ბოლო დროს აქტუალურ თემას წარმოადგენს კლიენტის პერსონალური მომსახურების საკითხები ფინანსური კუთხით. მოცემული ტიპის სამუშაო შემსრულებლისგან მოითხოვს ფინანსურ და საბანკო საკითხებში განსაზღვრულ კვალიფიკაციას. კერძოდ კი აღნიშნული სამუშაო შეეფერება ბანკის, საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანიის თანმშრომლებს.

პერსონალური მომსახურების სფეროს მუშაკები კლიენტს სთავაზობენ  კონსულტაციის გაწევას შემდეგ საკითხებზე:

  • დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების დეპოზიტზე განთავსება (სხვადასხვა ვადები, ვალუტა, პირობები და ა.შ)
  • ფულადი სახსრების ფასიან ქაღალდებში დაბანდება  (აქციების, ობლიგაციების, ფიუჩერსის სახით)
  • ფულადი სახსრების დაბანდება ძვირფას ლითონებში (ოქრო, ვერცხლი)
  • საბანკო მომსახურების საკითხები
  • კრედიტები, ფულადი გზავნილები (მათ შორის – საზღვარგარეთ), საბანკო ბარათები, სხვადასხვა ბანკებში ინტერნეტ-ბანკინგი
  • სადაზღვევო, არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფისა და სხვა ფინანსური საკითხები
  • კლიენტებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან საგადასახადო სამსახურის წინაშე,  შესაძლოა დაეხმარონ საგადასახადო დეკლარაციების შედგენასა  და საგადასახადო დაგეგმვაში.
  • მოგზაურობების, მგზავრობის, სხვადასხვა ტურებისა და ავიაგადაფრენების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები.  კლიენტისათვის ხელსაყრელი მობილური კავშირის პაკეტის შერჩევა, შინამეურნეობის ფინანსური საკითხების მოგვარება და ა.შ

კონკურენცია და განსხვავებები

ძირითად კონკურენტს წარმოადგენს პერსონალური მომსახურების სამსახური (პრივატ-ბანკინგი) – კომერციულ ბანკებში. თუმცა ბანკი კლიენტს მხოლოდ თავის მომსახურებას სთავაზობს, ხოლო პირადი ფინანსური კონსულტანტი კლიენტს ეხმარება სხვადასხვა ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებათა შორის ოპტიმალურ ვარიანტის შერჩევაში.

დღეისათვის პირადი ფინანსური კონსულტანტის მომსახურებით უტოლდება ოჯახის ექიმს, ადვოკატსა და ნოტარიუსს.

პირველი ქართული პირადი საფინანსო კონსულტანტი

პირადი საფინანსო კონსულტანტი არ წარმოადგენს საკრედიტო ან სადაზღვევო ბროკერს, რომელიც ყოველთვის თავს ახვევს კლიენტს საკუთარ ფინანსურ პროდუქტს, არამედ პირიქით ეხმარება მათ “მოგერიებაში”, საკუთარი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და ინვესტიციებით ფულის შოვნაში.

ფული ფულისთვის

პირადი ფინანსური კონსულტანტისათვის გასამრჯელოს ოდენობა დამოკიდებულია პირადი საფინანსო გეგმის ღირებულებაზე და იმ თანხაზე, რაზეც ხორციელდება საფინანსო ოპერაციები. ფინანსური კონსულტანტი სადაზღვევო საკითხებთან, კრედიტებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით  კონსულტირებაში  პირადი ფინანსური კონსულტანტი ჩვეულებრივ იღებს თანხის  0,5% – 2%-ს. საფინანსო  ან ინვესტირების გეგმის შედ­გე­ნი­სათ­ვის კლიენტს უწევს არანაკლებ 300$-ის გადახდა. ზოგ შემთხვევაში, მუდმივი მომსახურებისას მოქმედებს ეგრეთ წოდებული „სააბონენტო გადასახადი“, რომლის ოდენობასაც ადგენს თვითონ კონსულტანტი დამოუკიდებლად.

უოლ-სტრიტის გაკვეთილები

რამდენს იღებს ფინანსური კონსულტანტი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ?

მომსახურების სახე    მინ  მაქს
პირადისაფინანსო გეგმის შედგენა 300 $ 1000 $
საათობრივი კონსულტაცია 40 $ 80 $
პირადი კონსალტინგი (კრედიტებთან, ინვესტიციებთან, საბანკო    და სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებით) 0.5 % 2 %

 

 

..

 

დიდი სარგებელი

რით შეიძლება გამოგვადგეს ფინანსური კონსულტანტი?

შეუძლია დაგვეხმაროს:

  • პირადი საფინანსო გეგმის შედგენაში
  • ვალების მოკლე დროში გასტუმრებაში
  • ფულის სწორად დაბანდებაში
  • სარეზერვო კაპიტალის ფორმირებაში სამუშაოს დაკარგვის, უეცარი ავადმყოფობისა და მსგავსი სიტუაციებისათვის
  • კრედიტის კარგი ბანკიდან კარგი პირობებით გამოტანაში

_________________________________

……