თუ მოსაწავლე ხართ და გინდათ უცხოეთში წასვლა

ძირითადი საშუალება – ენების კურსებზე ან ე.წ. საზაფხულო პროგრამებით გამგზავრებაა. ამის უამრავი ვარიანტია.

არის შემდეგი სახის ენის კურსები: სადაც ისწავლით მხოლოდ ენას; ზოგს ემატება ექსკურსიები, კულტურული და გასართობი პროგრამა; უფრო ძვირადღირებულ კურსებზე კი შეგიძლიათ სასურველი სპორტით დაკავდეთ. აირჩიეთ სანდო და გამოცდილი პროგრამები, კურატორები და გაითვალისწინეთ, რომ კურსებზე არ იყოს ბევრი თქვენს ენაზე მოსაუბრე ბავშვი, ასე უფრო სწრაფად ჩაერთვებით უცხოენოვან გარენოში და გადალახავთ ენის ბარიერს. არ ინერვიულოთ თუ რამე დაგჭირდებათ, საგანმანათლებლო ცენტრში იქნება ადამიანი, რომელსაც ესმის და საუბრობს თქვენს ენაზე.

საზაფხულო პროგრამები საშუალებას მოგცემენ უფრო ახლოს გაიცნოთ ქვეყნის კულტურა, უშუალოდ მოისმინოთ სხვადასხვა ენები. ეს უფრო გართობაა, რადგან ერთი კვირის ფარგლებში და მეგობრების ჯგუფთან ერთად ნაკლებსავარაუდოა ენა შეისწავლოთ.

ამ საკითხებზე ჯობია აიყვანოთ პირადი კონსულტანტი. თქვენ მას ჩამოუყალიბებთ რა მოთხოვნები
და შესაძლებლობები გაქვთ და კონსულტანტი შეგირჩევთ შესაბამის კურსებს . პირადი კონსულტანტის აყვანის საკითხზე მოგვწერეთ ელფოსტაზე sadchavabarot@gmail.com

Facebook Comments