პროექტი როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემა

ლევან  შენგელია. ,,საინვესტიციო პროექტის არსი და მნიშვნელობა”. 2012

ყველაზე უფრო ზოგადი გაგებით, საინვესტიციო პროექტს უწოდებენ ისეთ გეგმას, ან კაპიტალდაბანდების პროგრამას, რომელთა მიზანი მოგების მოცანაა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ცნება „საინვესტიციო პროექტი“ ორნაირი გაგებით ხმარობენ:

• პირველი, მას განიხილავენ, როგორც გარკვეულ საქმეს, მოღვაწეობას, როგორც რაიმე ქმედებათა კომპლექსურ განხორციელებას, რომელიც ბიზნესმენებს გარკვეული მიზნების მიღწევაში ეხმარება და რეალიზებისთვის საინვესტიციო რესურსებს მოითხოვს;
• მეორე, მას განიხილავენ როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საანგარიშო-ფინანსური დოკუმენტების სისტემას. იგი გამიზნულია ისეთ ქმედებათა განხორციელებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია დაფინანსებასთან.

საინვესტიციო პროექტების ფორმა და შინაარსი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს – ახალი საწარმოს გეგმით დაწყებული და უძრავი ქონების შეძენის მიზანშეწონილობის შეფასებით დამთავრებული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს გარკვეული შუალედური პერიოდი, ინვესტირების დაწყების მომენტიდან იმ მომენტამდე, როდესაც პროექტი იწყებს მოგების მიღებას.

საინვესტიციო პროექტების მართვისადმი სისტემური მიდგომის პრინციპების გამოყენება საინვესტიციო პროექტებს განიხილავს, როგორც ეკონომიკის ფუნქციურად დამოუკიდებელ ქვესისტემას, უფრო ზუსტად — როგორც გარკვეულ სოციალურ – ეკონომიკურ სისტემებს. უნდა შევნიშნოთ, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებს გააჩნიათ მთელი რიგი თავისებურებებისა, რომლებითაც ისინი ტექნიკური ხასიათის სისტემებისგან განსხვავდებიან. პროექტს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემების სახესხვაობას, გააჩნია ამ სისტემებისთვის დამახასიათებელი ბევრი ნიშანი, მაგრამ ამავე დროს, ფლობს მთელ რიგ სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს.

პროექტს მიაკუთვნებენ ღია სისტემების კლასს, რანდენადაც:

• იგი ღიაა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისადმი და ეს ფაქტორი მას სიცოცხლისუნარიანად აქცევს;
• პროექტში შემავალი პარამეტრები შეიძლება გამოყენებულ იქნას არაკონკრეტული ფორმით და არსებობს ვარიანტები, რომ, რომ ამის მეშვეობით, პროექტი აღქმულ იქნას სისტემად;
• როდესაც პროექტი ხორციელდება, ამა თუ იმ ფორმით შესაძლებელია მიღებულ იქნას სასურველი შედეგები;
• პროექტის, როგორც სისტემის, შიგნით მიმდინარე პროცესები არ წარმოადგენს ერთჯერად ფაქტს. ამ პროცესების მიმართულება და ინტენსივობა შეიძლება დროდადრო შეიცვალოს კიდეც, საპროექტო მიზნების გათვალისწინებით.

პროექტს ახასიათებს სპეციფიკური თავისებურებები, თუნდაც იმიტომ, რომ ორმაგი გარემოცვა გააჩნია: ახლო გარემოცვა (საწარმოს გარემო, რომლი ფარგლებში პროექტი ხორციელდება) და შორეული გარემოცვა, რომელშიც არსებობს თვითონ საწარმო. ზოგიერთ გარე ფაქტორებს საწარმო შეარბიელბს ხოლმე, ზოგიერთს კი, პირიქით – აძლიერებს. როგორც წესი, გამოყოფენ ფაქტორების შემდეგ ჯგუფებს, რომლებსაც შეუძლიათ, ზეგავლენა მოახდინონ პროექტზე: პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური. პოლიტიკურ ფაქტორს მიეკუთვნება: პოლიტიკური სტაბილურობა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ნაციონალისტური გამოვლინება, საზღვარგარეთელ პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების სტაბილურობა და ასე შემდეგ.

პროექტის ახლო გარემოცვას, რომელსაც შეუძლია პროექტზე გავლენის მოხდენა, წარმოადგენს თვითონ ორგანიზაციის შიდა გარემო; ის ცვლილებები, რომლებიც ამ გარემოში გარკვეულ როლს თამაშობენ, ასე გამოიყურებიან:

• მიზნები, რომლის ჩარჩოებში შეიძლება ჩაეწეროს საინვესტიციო პროექტიც;
• ორგანიზაციული სისტემა, რომლის მთლიანობისა და გავლენების შედეგად, უნდა განხორციელდეს პროექტი;
• ამოცანები, რომელთა ნაწილიც თავის თავზე უნდა აიღოს პროექტმა;
• ტექნოლოგიები, რომლებიც შესაძლოა პრინციპულად განსხვავდებოდნენ პროექტის ტექნოლოგიებისგან და რაც მოითხოვს იმ ძირითადი მიდგომების გადახედვას, რასაც ეფუძნება საწარმოს ფუნქციონირება;
• საკადრო პოტენციალი, რომელიც, პროექტის ზეგავლენით, განიცდის ძლიერ ცვლილებებს. ეს გარემოება წარმოქმნის რეაქციას — წინააღმდეგობას ან მხარდაჭერას პროექტის განხორციელებისადმი.

საწარმოს გარეთ არსებული გარემო, ანუ პროექტის შორეული გარემოცვა წარმოადგენს არა ფაქტორების ერთობლიობას, არამედ რთულ სისტემას, რამდენადაც მისი ფაქტორები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, მოძრავია და მასში მიმდინარეობს ცვლილებები, ადგილი აქვს გაურკვევლობას და ასე შემდეგ. გარეთ არსებულ გარემოში, გაურკვევლობის ხარისხის შესამცირებლად, აუცილებელია:

• სრულად აღიწეროს და დახასიათდეს პროექტის გარემოცვა;
• დადგინდეს, რა დამოკიდებულება აქვთ პრობლემისადმი ძირითად ფაქტორებსა და მონაწილეთა ჯგუფს;
• დადგინდეს გაურკვევლობის ბუნება და იმის ალბათობა, რომ ზოგიერთი მოვლენა მოულოდნელად , გაურკვევლად განვითარდება.
• გაირკვეს მონაწილეებისა და გარემოცვის ფაქტორების პროექტზე გავლენის ხარისხი;
• დადგინდეს პოტენციური პრობლემები;
პროექტის გარემოცვის ანალიზის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• ყველა მონაწილისა და ფაქტორის სიის შედგენა, რომელთაც გააჩნიათ, ან მომავალში ექნებათ ზეგავლენა პროექტის წარმატებით განხორციელებაზე;
• ყველა მონაწილისა და ფაქტორის რუკის შედგენა, სამ კონცენტრირებულ წრედ, შემდეგი დონეების მიხედვით: კონტროლი, გავლენა, შეფასება;
• მონაწილეებსა და ფაქტორებზე პროექტის დამოკიდებულების ხარისხის განსაზღვრა;
• იმის რისკის დადგენა, გარეშე გარემოს რომელი პარამეტრები შეიცვლება პროექტის ინტერესებში.

პროექტის, როგორც სისტემური პროცესის, მართვას, ტრადიციული საწარმოო მართვისგან განსხვავებით, გააჩნია განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. საწარმოო მართვას შეხება აქვს ისეთ სიტუაციებთან, რომელთა წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია, ფუნქციების უმრავლესობა პერიოდულად მეორდება, მათი შედეგები წინასწარ ცნობილია და თავად მართვის პროცესი ამ ერთფეროვნებაზეა აგებული. პროექტების მართვა, პირიქით, ხელს უნდა უწყობდეს ძირეული ცვლილებების განხორციელებას. ამას გარდა, პროექტში საკმაოდ რთულია ბიუჯეტისა და ვადების ჩარჩოებში ჩატევა.

ამგვარად, პროექტს, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, გააჩნია შემდეგი ნიშან-თვისებები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ეფექტური მმართველობის გასახორციელებლად:

• აქტიური ადამიანური ელემენტის არსებობა, არასტაციონარული სიტუაცია;
• სტოქასტიური მოქმედება;
• სისტემის ზღვრული შესაძლებლობების განსაზღვრის სირთულე;
• სტრუქტურის შეცვლის უნარი ისე, რომ შენარჩუნებულ იქნას მთლიანობა და სიცოცხლისუნარიანობა;
• მოქმედების ვარიანტების ფორმირების უნარი;
• პირობების ადაპტირებისა და ცვლილებების უნარი (გარე და შიდა მართვის ზემოქმედებით);
• მიზანმიმართულად სწრაფვის უნარი.

პროექტების მართვისადმი სისტემური მიდგომის რეალიზაციისთვის აუცილებელია პროექტების სისტემატიზაცია და კლასიფიკაცია, რამდენადაც პროექტისთვის, როგორც სისტემისთვის, დამახასიატებელი თავისებურებების გამოვლენის შედეგად, მივიღებთ სხვადასხვა შედეგს იმის მიუხედავად, პროექტი რა სახისაა და რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციისადმი სხვადასხვა მიდგომა არსებობს, მაგრამ გონივრულია იმ მიდგომაზე შევჩერდეთ, რომელთან მიმართებაშიც, შემდეგ კლასიფიკაციას ვიღებთ:

• პროექტის ტიპი – საქმიანობის სფეროს მიხედვით (ტექნიკური, ორგანიზაციული, სოციალური, შერეული);
• პროექტის კლასი – პროექტის შემადგენლობის მიხედვით (მონოპროექტი – ცალკეული პროექტი, პროექტების ტიპისგან, მასშტაბისგან, დარგობრივი სფეროსგან დამოუკიდებლად არსებული ცალკეული პროექტი; მულტი-პროექტი – კომპლექსური პროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე მონო-პროექტისგან და მოითხოვს გარკვეულ მიდგომებს მართვისადმი და პროექტების კომპლექსური ეფექტურობის შეფასებისადმი; მეგა-პროექტი – მიზნობრივი პროგრამები რეგიონის, დარგის განვითარებისამი, რომელიც ასევე მოიცავს მონო- და მულტი-პროექტებს: საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ, სოციალურ, ორგანიზაციულ და სხვა სახის პროექტებს, რომელთაც აერთიანებს რეგიონის განვითარების პროგრამა);
• პროექტის მასშტაბი – იყოფა პროექტის სიდიდის, მონაწილეთა რაოდენობის და გარემოზე გავლენის ხარისხის მიხედვით (არსებობს: წვრილი, საშუალო და მსხვილი);
• პროექტის ხანგრძლივობა – იყოფა პროექტის რეალიზაციის ვადების მიხედვით (ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი);
• პროექტის სახეობა – იყოფა იმის მიხედვით, რომელ სფეროში ხორციელდება და რა მიზნებს ისახავს; აქ აღსანიშნავია, ცვლილებების განსახორციელებლად გამიზნული პროექტები – ესაა პროექტები, მათი სახეობის, ტიპის, მასშტაბის დამოუკიდებლად, რომლებიც ხორციელდება უკვე მოქმედ საწარმოში და მიმართულია საწარმოს მაჩვენებლების შეცვლისკენ).

პროექტის ჩარჩოებში მიზანდაშვებულობის პრობლემა ითვლება საინვესტიციო მენეჯმენტის მნიშვნელოვან ეტაპად, მიკროდონეზე. შესაძლებელია მიზნების გადახედვა, გარკვეული ქვემიზნების ჩათვლით, რომლებიც ართულებენ მთავარი მიზნის მიღწევის პროცესს.

პროექტების განმახორციელებელი სუბიექტებისთვის მიზნები ორ ძორითად კატეგორიად იყოფა: შიდა მიზნები და გარე მიზნები. შიდა მიზანი განისაზღვრება მოქმედი სუბიექტები მოტივაციით, მათი ორიენტაციით, მითითებებისა და უპირატესობების არსებობით. ეს მიზანი გულისხმობს პროექტის განხორციელებას იმ ვადაში, რის საშუალებასაც ბიუჯეტი იძლევა. გარე მიზნები განისაზღვრება მოლოდინებით, ანუ იმით, როგორ ქმედებებს ელიან სხვები: საწარმოს ხელმძღვანელობა, პარტნიორები, სხვადასხვა დონის ადმინისტრაცია.

საპროექტო მიზნები შეიძლება დაიყოს აშკარა და გაურკვეველ მიზნებად. აშკარა მიზნები ზუსტად არის განსაზღვრული და განაწილებული, პრიორიტეტულობის ხარისხის მიხედვით. პრიორიტეტულობას უნდა გააჩნდეს შემდეგი დონეები:

• მიზნები, რომელთა მიღწევაც დამოკიდებულია პროექტის წარმატებაზე;
• მიზნები, რომლებიც შეიძლება შევწიროთ პირველი დონის მიზნების განხორციელებას;
• მიზნები, რომელთაც დამატებით იყენებენ.

პროექტის გეგმა და საწარმოს გეგმა, პროექტების მართვისადმი სისტემური მიდგომის პირობებში, ერთმანეთს არ ემთხვევა. თითოეული მათგანი თავის ამოცანებსა და მიზნებს შეიცავს, ისინი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მიზანდაშვებულობის პროცესის ფორმალიზაციის წესების დაცვა მინიმუმამდე ამცირებს შეცდომების რაოდენობას ამ პროცესში. დეკომპოზიციის ძირითადი ნიშან-თვისებების სახით, შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი ფაქტორები:

• მიზნის დონის ზუსტი განსაზღვრა (ეკონომიკა მთლიანობაში, რეგიონი, დარგი, საწარმო, მომხმარებელი).
• პრინციპთან: „საერთოდან კერძოსკენ“ მიზნის ყველა დონის შესაბამისობიოს შეფასება.
• მიზნების სწორად დაჯგუფების შეფასება, საქმიანობის ხასიათის მიხედვით;
• შეფასება იმისა, რამდენად გამართულად არის აღრიცხული კონკრეტული საწარმოო და მართვის პროცესის ამსახველი ლოგიკური სქემები;
• შეფასება იმისა, რამდენად გამართულად არის აღრიცხული საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა, ან სხვა ეკონომიკური სისტემები;
• შეფასება იმისა, რამდენად გამართულად არის ჩამოყალიბებული გადასვლა უმაღლესიდან ქვემო იერარქიებზე;
• სტრუქტურების ურთიერთგავლენის შეფასება;
• შეფასება იმისა, რამდენად სარწმუნოა „მიზნების ხის“ აგების პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

„მიზნების ხის“ საბოლოო გაკვეთა მოწმობს იმაზე, რომ მიზნების რაოდენობა შეზღუდულია, ზღვარს აღწევს მისი შემადგენელი შიგთავსი, რესურსები ნაკარნახევ ზღვარს არ სცილდება და მოწმობს, რა ხასიათის გავლენას ახდენენ ერთმანეთზე ერთი და იმავე დონის მიზნები, კერძოდ კი:

• მიზნები ერთმანეთს ავსებენ, მათი რეალიზება ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია;
• მიზნები ურთიერთგამომრიცხავნი არიან;
• მიზნები არიან ნეიტრალურები – ერთმანეთთან მიმართებაში, აქვთ უნარი – პარალელურად განვითარდნენ;
• მიზნები არიან ურთიერთკონკურენტულნი, რამდენიმე სახეობის, ან კრიტერიუმების მიხედვით.

მიზნებს შეუძლიათ იერარქიული სტრუქტურის ფორმირება როგორც ქვემოდან ზევით, ისე – ზევიდან ქვემოთ. მიზნების დეკომპოზიციის პროცესი შეიძლება იყოს უსასრულო, მაგრამ ყველა დონეზე შესაძლებელია აიგოს ცალკე „მიზნების ხე“: ეკონომიკური, ტექნიკური, ინფორმაციული და პროექტის სხვა ქვესისტემებისთვის.

„მიზნების ხის“ საბოლოო, დამამთავრებელი ვარიანტი სიის სახით შეიძლება თან დაერთოს ამოცანებს, რომელთა გადაჭრა აუცილებელია დასახული მიზნების მისაღწევად – პროექტის მართვის ყველა დონეზე.


..