ვაკანსიები რერაიტერებსა და კოპირაიტერებზე

ვაკანსიები ყოველთვის არის კარგ რერაიტერებსა და კოპირაიტერებზე

რერაიტერი, კოპირაიტერი, მწერალი – ურთიერთდაკავშირებული სამი პროფესიაა, რომლებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. განსაკუთრებით მაღალია იმ სპეციალისტებზე მოთხოვნა, რომლებიც ფლობენ Seo-ოპტიმიზაციისა  და პოსტების გუგლში წინწაწევის სპეციალობებსაც.

ვაკანსიები რერაიტერებსა და კოპირაიტერებზე

 

რერაიტერი – ეს არის  სპეციალისტი რომელიც წაკითხული ტექსტის შინაარს სხვა სიტყვებით დაწერს ისე, რომ  მთავარ აზრს არ დაამახინჯებს. რერაიტერის სპეციალობაზე მოთხოვნა  გააჩინა საიტებისა და ბლოგების მოზღვავებამ.  ინტერნეტში განთავსებული ტექსტების უმეტესობა შინაარსობრივად ერთნაირია, განსხვავდება მხოლოდ გადმოცემის სტილი და სიტყვათაწყობა. როცა ვრცელდება ახალი, მოსახლეობისთვის საინტერესო ამბავი, მას ათეულობით საინფორმაციო წყარო უცებ გადაწერს ხოლმე სხვადასხვა სიტყვებითა და სტილით. სწორედ ესაა რერაიტინგი.

კოპირაიტერი – ეს არის პროფესიონალი, რომელსაც დამოუკიდებლად, გამართულად, საინტერესოდ და აზრიანად შეუძლია დაწეროს სტატიები, განსხვავებულ თემებზე, ამიტომ აღნიშნული სპეციალობა განათლების გაცილებით მაღალ დონეს მოითხოვს, ვიდრე რერაიტერის.

მწერალი ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ დაწეროს, არამედ შექმნას ნახევრად მხატვრული ნაწარმოებები. მინი – წიგნები, საინფორმაციო პროდუქტები, ესეები, საჭირო თემატიკის  ლექსები. ინტერნეტ-მწერლები, ჩვეულებრივი მწერლებისაგან განსხვავდებიან იმით რომ, ისინი ტექსტებს ქმნიან დაკვეთით და ჰყიდიან მათ.

სამივე პროფესია საინტერესოა და სრულიად შესაძლებელია ყველა ამ სპეციალობებს ფლობდეს ერთი ადამიანი, რომელიც წერს არა თავისთვის, არამედ დაკვეთით. ინტერნეტ სფერო იზრდება და  ფართოვდება და მოთხოვნილება ამ ტიპის შემოქმედებით შრომაზეც, წლიდან წლამდე იმატებს.

ვის სჭირდება რერაიტერების და კოპირაიტერის მომსახურება
კოპირაიტერებს უზარმაზარი შესაძლებლობები და დიდი პოტენციალი აქვთ, რომ იშოვონ შესაფერისი სამუშაო. ვერც ერთი ინტერნეტ- რესურსი ვერ იარსებებს საინფორმაციო მასალის გარეშე.

კოპირაიტერის მომსახურებას საჭიროებენ:
1. საიტები, ბლოგები, ფორუმები, საინფორმაციო პორტალები.
2. ინტერნეტ მაღაზიები.
3. სარეკლამო სააგენტოები და სხვადასხვა ინტერნეტ-საწარმოები.
4. ინფობიზნესმენები. ხარისხიანი საინფორმაციო პროდუქტი ხდება ისეთივე გაყიდვის ობიექტი, როგორც ჩვეულებრივი გასაყიდი ნივთი. მაგალითად: საინფორნაციო სააგენტოები, გაზეთები, ტელევიზიები
5. გასართობი თემატიკის პორტალები.
უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება.  ამ პროფესიაში ვერასდროს იგრძნობთ სამუშაოს ნაკლებობას, რაც, შესაბამისად შემოსავლის, მუდმივი წყარო იქნება.

ახალგაზრდების დასაქმების პარალელურად – 50 წლის შემდეგ, სხვადასხვა სფეროს ბევრ კარგ სპეციალისტს აქვს დასაქმების პრობლემა. რერაიტერი, კოპირაიტინგი მათთის ღირსეული დასაქმების წყაროა, სადაც შეუძლიათ შეაჯერონ თავაიანთი პროფესიული გამოცდილება თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. გადასცენ ახალგაზრდობას თავიანთო ცოდნა ამ გზით. დიდია მოთხოვნა ფარმაცევტ- რერაიტერებზე, ექიმ-რერაიტერებზე, იურისტ-რერაიტერებზე, ბიოლოგ- რერაიტერებზე, კულინარ-რერაიტერებზე, აგრონომ-რერაიტერებზე და ა.შ. ანუ, რერაიტინგი, როგორც მეორადი პროფესია.

რერაიტერის მომიჯნავე სპეციალობები
კარგ კოპირაიტერებს არ უჭირთ  სამუშაოს პოვნა, მაგრამ კოპირაიტერის შრომა განსაკუთრებით მოთხოვნადია, თუკი:
– იგი ერკვევა seo-ოპტიმიზაციაში;
– შეუძლია საიტზე პირდაპირ დადოს თავისი ნაშრომი.

ამ პროფესიებს შეგიძლიათ დაეუფლოთ სპეციალურ დისტანციურ ტრენინგებზე (კურსებზე):
  კოპირაიტერი / რერაიტერი, Seo-ოპტიმიზაცია და გუგლში წინწაწევა
577 235 400; Caumednet@gmail.com; skype- medgeo.net
თქვენი ტრენერები დაგეხმარებიან მიიღოთ პირველი სამუშაოებიც ამ მიმართულებით და შეხვიდეთ რერაიტერთა სფეროში.

რას ვასწავლით ჩვენს დისტანციურ ტრენინგებზე ?

სასწავლო გეგმა 5 ბლოკს მოიცავს:
1. რერაიტინგის მეთოდები
2. Seo-ოპტიმიზაცია, ანუ პოსტის საძიებო სისტემებში წინწაწევის მეთოდები
3. საიტებთან მუშაობა. ძირითადად wordpress
4. პოსტების სოციალურ ქსელებში თანხლება
5. რერაიტერის სამუშაოს ძიება და კონტენტების ბირჟები

მთლიანი თეორიული კურსის ხანგრძლივობა არანაკლებ 100 საათია. პრაქტიკული სამუშაოებისათვის- დაახლოებით 50 საათი. სულ 150-160 საათი

ის, რომ ტრენინგები გიტარდებათ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, დისტანციურად. მშვიდად მუშაობთ თქვენი კომპიუტერიდან და მუდმივად გაქვთ წვდომა ტრენერთან, დიდი უპირატესობაა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სწრაფ პროფესიულ ზრდას.
ასევე, დიდი უპირატესობაა – ჩვენ ვახერხებთ მოვიზიდოთ სხვადასხვა დამსაქმებლები და სწავლების პერიოდშივე გეძლევათ პირველი დასაქმების საშუალება ანაზღაურებით.
თითქმის  ყოველთვის ვახერხებთ 50-იანელ მსმენელებისათვის ვიპოვოთ ძველ პროფესიასთან დამაკავშირებელი საბაზრო მიდგომები.

როგორ  შოულობენ სამუშაოს რერაიტერები და კოპირაიტერები     
სამუშაოს შოვნის უამრავი გზა არსებობს კოპირაიტერებისათვის, თუმცა ახალბედებისათვის ყველაზე კარგი ვარიანტებია, მზა ტექსტები გაყიდონ   “კონტენტის ბირჟებზე” ან  აიღონ შეკვეთები  “ფრილანსის ბირჟებზე”, კერძო პირისაგან.
გამოცდილების მიღების და ხელობის დახვეწის კვალობაზე  გროვდება მუდმივი კლიენტურის ბაზა და შესაძლებლობების ჩარჩოებიც ფართოვდება.
შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მუშაობა კოპირაიტერულ ფირმებში, რომლებიც ძალიან ბევრია ინტერნეტში. ინტერნეტ მაღაზიებთან, ინტერნეტ-ჟურნალების, ინტერნეტ-გაზეთების და წიგნების გამომცემლობებთან, სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა. ეს არის ის ნიშა სადაც, კოპირაიტერის შრომა ჰაერივით აუცილებელია.

რერაიტერებად, კოპირაიტერებად (კოპირაიტერებად)  და მწერლებად დასაქმებაში დაგეხმარებიან ქვემოთ ჩამოთვლილი ფეის-ჯგუფები. გაწევრიანდით ამ ჯგუფებში და განათავსეთ თქვენი შეთავაზებები დამსაქმებლებს

ამავე ჯგუფებში თავსდება რერაიტერების, კოპირაიტერების და მწერლების დამსაქმებელთა განცხადებები. ამგვარი ვებ-რესურსების სია ყოველდღიურად იზრდება

რამდენს გამოიმუშავებს რერაიტერები და კოპირაიტერები     
კოპირაიტერის შრომა ძირითადად ნაზღაურდება სიმბოლოების რაოდენობით. კარგი რერაიტერისა და კოპირაიტერის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია.
ბუნებრივია, დიდ შემკვეთს არა აქვს საშუალება ამოწმოს თქვენი ნაშრომი. ამიტომ, ხშირია გადახდა
იმის მიხედვით – რა ადგილს დაიკავებს თქვენი სტატია გუგლში. ამ მიმართულებით მაღალი შედეგების მისაღწევად საჭიროა ფლობდეთ Seo-ოპტიმიზაციისა და გუგლში წინწაწევის მეთოდებს, შეგეძლოთ დაკვეთის საიტთან დამოუკიდებელი მუშაობა.

ამ პროფესიებს შეგიძლიათ დაეუფლოთ სპეციალურ დისტანციურ ტრენინგებზე (კურსებზე):
  კოპირაიტერი / რერაიტერი, Seo-ოპტიმიზაცია და გუგლში წინწაწევა
577 235 400; Caumednet@gmail.com; skype – medgeo.net

კლიენტი, გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმებს რა პოზიცია დაიკავა თქვენმა სტატიამ გუგლში. თუ მოწინავე პოზიციაზე ვერ დადგა სტატია, თქვენი ნამუშევრის ფასი დაეცემა, ამიტომ სასურველია კოპირაიტინგთან ერთად ფლობდეთ seo- ოპტიმიზაციას. ასევე- დამოუკიდებლად შეგეძლოთ თქვენი სტატიის საიტზე დადება, კორექტირება და ა.შ. ჯობს დამოკიდებული იყოთ მხოლოდ საკუთარ თავზე.


Facebook Comments