როგორ უნდა მოიზიდოთ აკაუნტზე მეგობრები და გაზარდოთ თქვენს ჯგუფებში წევრების რაოდენობა და პეიჯებზე ლაიქების რაოდენობა ?
- გაწევრიანდით აქტიურ ფეის-ჯგუფში, რომლის თემატიკა შედის თქვენს ინტერესებში;
- შედიხართ ამ ფეის-ჯგუფის „წევრებში“. ხედავთ წევრების სიას, რომლებსაც გვერდით უწერია „დაამატე“. აჭერთ ღილაკს „ დაამატე“ და ეგზავნება დამეგობრების მოწვევა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაწილი დაგიმეგობრდებათ.
- მთავარია უცებ ბევრს არ გაუგზავნოთ მოწვევას, თორემ ფეისბუქი დაგბლოკავთ. დღეში 10-15 პორცია -პორციობით საკმარისია.
- მეგობართა რაღაც რაოდენობის მიღწევის შემდეგ აქეთ დაიწყებს მოსვლას დამეგობრების თხოვნები.
აქეთ მთხოვნელები შეიძლება მეტი დაამატოთ, მაგრამ ზომიერების დაცვა მაინც საჭიროა, გაანაწილეთ დროში. - ამ გზით, თქვენს აკაუნტზე საკმაოდ სწრაფად დაიმატებთ მეგობრებს და მიაღწევთ 5 000 -სს.
- აკაუნტის მეგობრებს კი, შეგიძლიათ ავტომატიურ რეჟიმში გაუგზავნოთ მოწვევა თქვენს მიერ შექმნილი პეიჯების მოსაწონებლად. აგრეთვე- შედარებით იოლად მოიწვიოთ ჯგუფებში.
- ამდენად, სასურველია აკაუნტზე გყავდეთ რაც შეიძლება მეტი, თქვენი ინტერესების შესაბამისი მეგობარი.