როგორ დავწეროთ ვაკანსიის განცხადებები

    ვაკანსიის განცხადება როგორ შევადგინოთ სწორად და სად განვათავსოთ იგი

შინაარსი

       ვაკანსიის განცხადების ტექსტის შედგენა  

  1. ვაკანსიის განცხადება უნდა იყოს ზუსტი
  2. ვაკანსიის განცხადება უნდა იყოს გასაგები
  3. იყავით მართალი ვაკანსიის განცხადების შედგენისას
  4. იყავით მომთხოვნი ვაკანსიის განცხადების შედგენისას
  5. აუცილებელია შრომის ბაზარზე მუდმივი ადაპტირება
  6. ვაკანსიის განცხადებების შევსებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალისტების მომსახურებით   

      სად განვათავსოთ განცხადება

  1. ვაკანსიის ინტერნეტში განთავსება- საუკეთესო გზაა
  2. სად განვათავსოთ ვაკანსია -ფასიან თუ უფასო საიტებზე?
  3. ვაკანსიების განთავსება HR- საიტების ქსელში – პარალელურად გემსახურებათ 300 საიტი
  4. ვაკანსიებისა და დასაქმების პეიჯებისა და ფეის- ჯგუფების სია
  5. ფეის-ჯგუფები ვაკანსიების უფასო განცხადებების გამოსაქვეყნებლად
  6. ფეის-ჯგუფები, სადაც ვაკანსიის მაძიებლები ანთავსებენ თავიანთ განცხადებებს

 

 

 

 

 

 

 

 

ვაკანსიის განცხადების ტექსტის შედგენა

კარგი კადრის მოძებნა დიდწილად დამოკიდებულია ვაკანსიის ტექსტის სწორად შედგენაზე. ვაკანსიის შესახებ არასწორად შედგენილი განცხადება მოიზიდავს  არაშესაფერ კანდიდატებს, დაგაკარგინებთ დროს და ფირმის შესახებ არასასურველ განწყობას შექმნის საზოგადოებაში.
შეეცადეთ ვაკანსიის განცხადება სწორად დაწეროთ. ვაკანსიის განცხადება ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მიაღწიოს უშუალოდ სამიზნე ჯგუფამდე და დაინტერესოს ისინი. მან შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს
სამუშაოს მაძიებლები, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე დასაქმების შანსი არა აქვთ.
მიყევით ჩვენს რჩევებს და ისინი დაგეხმარებიან მოძებნოთ საუკეთესო კანდიდატები.

  1. ვაკანსიის განცხადება უნდა იყოს ზუსტი

ინტერნეტში ვაკანსიის სწრაფი ძებნისას ჩვეულებრივ გამოდის მოკლე განცხადებები კანდიტატის მიმართ მოთხოვნების საკმაოდ ბუნდოვანი აღწერით. თუ ასეთი განცხადების წამკითხავი ადამიანების ნახევარი მაინც ჩათვლის თავს შესაბამის კანდიდატად, მოემზადეთ, რომ თქვენი ელექტრონული ფოსტა სწრაფადგადაივსება .
იმისათვის, რომ არამიზნობრივი მომართვები თავიდან აიცილოთ, ზუსტად და ლაკონურად უნდა ჩამოაყალიბოთ რას ითხოვთ კანდიდატისაგან და როგორი იქნება მისი ანაზღაურება. საკმაოდ ზუსტი და დეტალური ვაკანსიის განცხადების დაწერა ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ თუ თქვენი მოთხოვნები გასაგები იქნება მაძიებელთათვის, თქვენ შეამცირებთ არასათანადო კანდიტატების გამოხმაურების რაოდენობას და საბოლოოდ დაზოგავთ ბევრად უფრო მეტ დროს.

  1. ვაკანსიის განცხადება უნდა იყოს გასაგები

დარწმუნდით, რომ მითითებული მოთხოვნები და ვალდებულებები გასაგებია იმ  ადამიანებისთვის, რომლებიც არ მუშაობენ თქვენს კომპანიაში. ზოგიერთი განცხადება იმდენად ბევრს “ჟარგონს” შეიცავს, რომ ბევრ მაძიებელს უბრალოდ არ შეუძლია ბოლომდე გაიგოს შესაფერისია თუ არა ეს ვაკანსია მისთვის და აგზავნიან რეზიუმეს ყოველი შემთხვევისთვის. მაგალითად, პირველი ვაკანსია:  “კომპანია ეძებს პროდუქტების მენეჯერს, რომლის მოვალეობაში შედის „პროდუქტების სპეციფიკაცია, MRD და PRD“.  შეადარეთ ეს პროდუქტების მენეჯერის მეორე ვაკანსიას: „კომპანია ეძებს პროდუქტების მენეჯერს, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმ პირებთან თანამშრომლობის გამოცდილება, ვინც იღებს გადაწყვეტილებას  გასართობ ინდუსტრიაში (განსაკუთრებით კინემატოგრაფიაში და მუსიკალურ ბიზნესში)“. მეორე ვაკანსიის განცხადება უფრო გასაგებია, ის უფრო ზუსტია და არ მიიქცევს შეუსაბამო კანდიდატების ყურადღებას.

    3. იყავით მართალი ვაკანსიის განცხადების შედგენისას

გააფრთხილეთ მაძიებლები არ გამოაგზავნონ აშკარად შეუსაბამო რეზიუმე, მიუთითეთ განცხადებაში, რომ თქვენი ყველა მოთხოვნა არის აუცილებელი. მაგალითად: „გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით მოთხოვნებს. მაძიებელი, რომელიც მოვა გასაუბრებაზე, მაშინვე შეუდგება თავისი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ იმ კანდიდატების რეზიუმეებს, რომლებიც შეესაბამებიან ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას“. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეაჩერებს ყველა მაძიებელს გამოაგზავნონ რეზიუმე, მაგრამ, მინიმუმ აიძულებს თავი შეიკავონ იმათ, ვინ არ იყო დარწმუნებული ვაკანსიაში ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების ფლობის აუცილებლობაში.

  4. ვაკანსიის განცხადების შევსებისას იყავით მომთხოვნი

სამსახურის მაძიებელთათვის განცხადების მიწოდების პროცესი ძალიან ადვილი არ უნდა იყოს.  თქვენს განცხადებაში შეგიძლიათ ჩართოთ რაიმე ტესტური დავალება. მაგალითად, კომპანიას, რომელიც ეძებს ვებ-პროფესიონალს, შეუძლია განცხადებაში დაწეროს შემდეგი: „გთხოვთ რეზიუმეს დაუმატოთ აღწერა ვებ-გვერდის დიზაინის მიმართ თქვენი მიდგომის შესახებ. მაძიებელს, რომელსაც აიყვანენ სამუშაოზე, დაევალება მთლიანი საიტის მხარდაჭერა და დამუშავება, ამიტომ ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ თქვენი მიდგომა ამ პროცესის მიმართ“. ან კომპანიას, რომელიც დაკავებულია საცალო ვაჭრობით,  შეუძლია მოთხოვოს მყიდველებთან ურთიერთობის პოზიციაზე  დასაქმების მსურველ მაძიებელს აღწეროს სამი რთული სიტუაცია კლიენტებთან მუშაობის თავიანთი გამოცდილებიდან, რომლებიც მათ წარმატებით გადაწყვიტეს.
კვალიფიცირებული კანდიდატები მოხარულები იქნებიან მასიდან გამორჩევის შესაძლებლობით, ჩვეულებრივი მაძიებლები კი სავარაუდოდ არ მოისურვებენ ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენას აშკარა „წარუმატებელი“ რეზიუმეს დასაწერად.

  1. ვაკანსიის განცხადების სწორად შესადგენად აუცილებელია ბაზარზე მუდმივი ადაპტირება

შრომის ბაზარი საკმაოდ სწრაფად იცვლება. იმისათვის, რომ პერსონალის შერჩევა წარმატებით მოხდეს, აუცილებელია შრომითი ბაზრის მოთხოვნების მიმართ თქვენი სტრატეგიების მუდმივი ადაპტირება. უნდა ისწავლოთ როგორ მართოთ კანდიდატების ნაკადი, რათა თქვენი კომპანია მუდმივად დარჩეს მოგებული. ზუსტი და გასაგები განცხადების შექმნით, მაძიებლებისთვის მეტი მოთხოვნების მიწოდებით, თქვენ შეამცირებთ არაკვალიფიციური კანდიდატების რეზიუმეებს და შეძლებთ სწრაფად აიყვანოთ საუკეთესოები.

   6.  ვაკანსიის განცხადების შედგენისას ისარგებლეთ სპეციალისტების მომსახურებით

თუ თქვენ ხშირად არ გიწევთ ვაკანსიის განცხადებების შედგენა, ჯობია ეს საქმე პროფესიონალებს ანდოთ. ისინი დაგეხმარებიან თქვენს სურვილებს მისცეთ ზუსტი ფორმულირება, რომელიც არა მარტო ვაკანსიის განცხადებისთვის გამოგადგებათ. საჭიროების შემთხვევაში მოგიმზადებენ გამოცხადებული ვაკანსიის თანამდებობრივ ინსტრუქციასა და ხელშეკრულებასაც.

სპეციალისტებს შეგიძლიათ  მიმართოთ ამ Facebook-პეიჯზე: https://www.facebook.com/jobsaqartvelo/

სად განვათავსოთ ვაკანსიის განცხადება

7. ვაკანსიის ინტერნეტში განთავსება- საუკეთესო გზაა

ონლაინში რეზიუმეს სწრაფად განთავსების შესაძლებლობამ და სამუშაოს მაძებარი ადამიანების რიცხვის მკვეთრმა მომატებამ განაპირობა ის, რომ ინტერნეტში გაჩნდა მილიონობით რეზიუმე. გასაგებია, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორინფორმაციას გვაწვდის და იქმნება შინაარსობრივად ყალბი ინფორმაციის მთები თქვენს სამუშაო მაგიდაზე.
როგორ უნდა მოვიქცეთ? თავი  უნდა შევიკავოთ ინტერნეტში ვაკანსიის განთავსებისგან? არავითარ შემთხვევაში! დღეისათვის არ არსებობს უკეთესი მეთოდი სწრაფად და იაფად მოძებნოთ კვალიფიცირებული კანდიდატები, ვიდრე ვაკანსიის ინტერნეტიში განთავსებაა.

8. სად განვათავსოთ ვაკანსია -ფასიან თუ უფასო საიტებზე?

არსებობს უამრავი უფასო და ფასიანი ფეის-ჯგუფები, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ვაკანსიის განცხადება. ვაკანსიის განცხადების შესაბამის  საიტზე ან ფეის-ჯგუფებში განთავსებით თქვენ გარკვეულ მესიჯს უგზავნით საზოგადოებასაც და დასაქმების მაძიებლებსაც. შეიძლება  კადრის საპოვნელად უფასო, ღია ჯგუფები კარგი  იყოს. თუმცა, გააჩნია რა კადრს ეძებთ. ვაკანსიის ფასიან საიტებსა და ფეის-ჯგუფებში განთავსებას თავისი დადებითი  მხარეები აქვს, კერძოდ:
1. ფასიანი ვაკანსიები უფრო რეალურად გამოიყურება , რადგან მასში ფულია გადახდილი, ხოლო უფასო შეიძლება მრავალი გამოქვეყნდეს და არარეალური;
2. ფულის გადამხდელი დამსაქმებელი  დასაქმების მაძიებლებისთვის  ნამდვილი და საიმედო ჩანს, რადგან ავტომატურად გადამოწმდება საბანკო ანგარიშით, რომ იგი ნამდვილად არსებობს, ხოლო თუ ფულს არ იხდის ძნელია ამ ორგანიზაციის ნამდვილობის დადგენა და ნებისმიერ ქუჩაში გამვლელს შეუძლია დაირქვას რაღაც „საერთაშორისო კომპანიის სახელი“
3. კომპანიას რომელსაც ვაკანსიის გამოქვეყნებაში ფულის გადახდა არ სურს ან არ შეუძლია, ნაკლებად სავარაუდოა მისგან კანდიდატი ნორმალურ პრობებს მოელოდეს: ნორმალური ხელფასი, პრემია, სოციალური პაკეტი, შეღავათები, დანაპირების შესრულება.

ვაკანსიის ფასიანი განცხადებების გამოსაქვეყნებლად მიმართეთ ამ  Facebook-პეიჯს https://www.facebook.com/jobsaqartvelo/

ვაკანსიის უფასო განცხადებების გამოსაქვეყნებელი ფეის-გვერდების სია, შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>
დასაქმების ინტერნეტ-რესურსები ქართულად

9. ვაკანსიების განთავსება HR- საიტების ქსელში – ერთდროულად  გემსახურებათ 300 ფეის-გვერდი, ჯგუფი და საიტი

HR საიტების ქართული ქსელი 300-ზე მეტ ფეის-ჯგუფსა თუ პეიჯს აერთიანებს. ზოგი მათგანი ზოგადია, ზოგი- ვიწრო თემატური. ისინი აუცილებლად იპოვნიან თქვენთვის სასურველ კადრს, თუკი ამგვარი ბუნებაში არსებობს. ქსელში ინფორმაციის განსათავსებლად შეგიძლიათ  მიმართოთ ამ Facebook-პეიჯზე
https://www.facebook.com/jobsaqartvelo/

ქსელში გაერთიანებული ფეის-გვერდების, ჯგუფებისა და საიტების სია, სადაც განთავსდება თქვენი განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>დასაქმების ინტერნეტ-რესურსები ქართულად
ამ ჯგუფებში ქვეყნდება სამუშაოს მაძიებელთა განცხადებები და ვიდეო CV-ებიც


 

Facebook Comments