სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი

სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი

სმმ (SMM)-მენეჯერი – ეს არის სმმ (სოციალური მედია მარკეტინგი, Social Media Marketing) კომპლექსის სპეციალისტი, რომელიც ხელს უწყობს ვებ-საიტის, საქონლის ან მომსახურების დაწინაურებას სოციალური მედია-საშუალებების დახმარებით ( ბლოგები, სოციალური ქსელები, თემატური ინტერნეტ-რესურსები და სხვა).


რისთვის არის საჭირო სმმ

სოციალური მედია მარკეტინგი  – მეტისმეტად დინამიური პროცესია, რომლის მიმდინარეობისას საჭიროა მუდმივად მიექცეს ყურადღება აუდიტორიის ინტერესების ცვლილებებს და ახალი ტრენდების გამოჩენას. ეს კრეატიული სამუშაოა, რომელიც მოითხოვს სიტუაციის მუდმივ ანალიზს.


პროფესიის თავისებურებები

რას საქმიანობს სმმ-მენეჯერი

  • სტრატეგიის შემუშავება – მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა და მისი ინტერესების, ქცევების შესწავლა; მიზნობრივი აუდიტორიის მაღალი კონცენტრაციის მქონე ფართობის მოძებნა, კლიენტების ლოიალურობის სისტემის შემუშავება, კომპანიის საერთო მარკეტინგულ სტრატეგიაში სმმ-აქტიურობის ინტეგრაცია
  • რეკლამის მართვა – კონკურსების, ფლეშ-მობების ჩატარება; აპლიკაციების სტრქუტურის შექმნა სოციალური ქსელებისთვის, ვიდეო ჰოსტინგებზე არხების შექმნა
  • რეპუტაციის მართვა – მიზნობრივი აუდიტორიისგან უკუკავშირის და კომენტარებზე რეაქციების შეგროვება, სოციალურ ქსელებში საზოგადოებაზე მოქმედება PR-საშუალებებით
  • საზოგადოების-მენეჯმენტი – განხილვის მიმართვა საჭირო მიმართულებით, გაერთიანებებში მომხმარებლების აქტიურობის მომატება, უარყოფითი მომხმარებლების ნეიტრალიზაცია, დამხმარე სერვისების ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით
  • ანგარიშების მართვა და მათი მოდერაცია ყველა სოციალურ ქსელში
  • კონტრაქტორებთან (ფრილანსერებთან) მუშაობა
  • კონტენტ-მენეჯერი – ბრენდული კონტენტის ადაპტაცია ბლოგთან ან ვიდეო ჰოსტინგთან მიმართებაში; ტექსტების დაწერა სოციალური ქსელების ფორმატში, რელიზების გაგზავნა, ვიდეოებისთვის სცენარების შექმნა
  • ინტერფეისებთან მუშაობა – საიტის ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან და სოციალური ქსელების კი ელექტრონულ მაღაზიებთან; საწყისი გვერდების და ჩანართების შექმნისთვის სტიმულების შექმნა
  • აზრების ლიდერებთან მუშაობა და „გავლენის აგენტების“ გამოყენება სოციალურ ქსელებში – მიზნობრივ აუდიტორიაში აზრთა ლიდერების გამოვლენა და მათთვის ღონისძიებების მოწყობა
  • მონიტორინგი და ანალიზი
  • კორპორატიული ანგარიშების შექმნა, მხარდაჭერა და დაწინაურება ბლოგების სერვისებში
  • დაფარული მარკეტინგი და რეკლამა ბლოგებში

სმმ-მენეჯერის ფუნქციურ ვალდებულებებში შედის:

  • სმმ პროდუქტების ფორმირება და დაწინაურება პრეზენტაციების მომზადების საშუალებით, ფორმატების განსაზღვრა, ფასის ჩამოყალიბება
  • სარეკლამო კამპანიის მომზადება და რეალიზაცია სოციალურ ქსელებში და ბლოგებში – Facebook, Google+, Instagram, Twitter, Одноклассники, Контакты და სხვა. ჯგუფების ადმინისტრირების და დაწინაურების საშუალებით, აქტიური გაერთიანებების ფორმირება, მოდერაცია, წევრების კონსულტაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით
  • კონსტრუქციული ურთიერთობა ინტერნეტ-მომხმარებელთან, კონტაქტის დამყარება ახალ კლიენტებთან და უკვე არსებულებთან კავშირის შენარჩუნება
  • ინტერნეტ-მარკეტინგში კონკურენტების საქმიანობის ანალიზი და უფრო მეტად ეფექტური მეთოდების ადაპტაცია საკუთარ ვებ-პროექტებთან
  • კომპანიის იმიჯის შესანარჩუნებლად კომენტარების დაწერა თემატურ პორტალებსა და ფორუმებში
  • პროექტების მართვა

რა უნდა იცოდეს სმმ-მ

  • Google Adwordsკონტექსტური რეკლამის სისტემის ცოდნა, ინტერნეტ-სტატისტიკის სერვისები
  • ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალებების ფლობა
  • მუშაობა Facebook-ში, Twitter-ში
  • იცნობდეს SEO, CMS
  • ინტერნეტ-რეკლამის და ვებ-ტექნოლოგიების ცოდნა

სწავლა სმმ-მენეჯერობისთვის

ოფ-ლაინ მარკეტინგის პრინციპები გამოყენებულია ონ-ლაინ რეჟიმშიც. ამასთანავე მისასალმებელია  სერიოზული ცოდნა ინტერნეტ-მარკეტინგის სფეროში, რომელიც შეიძლება მიიღოთ შესაბამის კურსებზე.


 

Facebook Comments