ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები

ლევან შენგელია. საწარმოთა საფინანსო ანალიზი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

საწარმოების საქმიანობის ფინანსური ანალიზის ჩატარების ძირითადი მიზანია, ობიექტურად შეფასდეს: მათი გადახდისუნარიანობა, ფინანსური მდგრადობა, საქმიანი აქტივობა და საქმიანობის ეფექტურობა.

მაგალითად, ანალიტიკური სააგენტო „MTVi Agency“ ფინანსური საქმიანობის ანალიზს ატარებს შემდეგი მიმართულებებით:

1 საწარმოს ფინანსური შედეგებისა და ბალანსის სტრუქტურის ანალიზი;
2 საწარმოს ბალანსის ლიკვიდურობის ანალიზი, მათ შორის:
2. 1 ანალიზი — აქტივებისა, რომლებიც დაჯგუფებულია ლიკვიდურობის ხარისხის მიხედვით და პასივებისა, რომლებიც დაჯგუფებულია გასტუმრების ვადების მიხედვით.
2. 2 ლიკვიდურობის ანალიზი, კოეფიციენტების გამოყენებით.
3 გადახდისუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ანალიზი:
3. 1 გადახდისუნარიანობის ანალიზი;
3. 2 ფინანსური მდგრადობის ანალიზი;
3. 3 მარაგებისა და ხარჯების ფორმირების წყაროთა ანალიზი.
4 საქმიანობის ეფექტურობის ანალიზი (რენტაბელობის ანალიზი).
5 საქმიანი აქტივობის ანალიზი.
6 დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ანალიზი.
7 საწარმოს საქმიანობის სპეციფიკური მაჩვენებლების ანალიზი, მათ შორის:
7. 1 მოგების ანალიზი;
7. 2 სპეციფიკური მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ანალიზი.

უნდა ვიცოდეთ, რომ ფინანსური საქმიანობის ანალიზი წარმოადგენს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის შემადგენელ ელემენტს, რომელიც, თავის მხრივ, ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის ანალიზის შემადგენელი ნაწილია.

ორგანიზაციის ეკონომიკური პოტენციალი შეიძლება დახასიათდეს ორგვარად :

ა) საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის პოზიციიდან და
ბ) მისი ფინანსური მდგომარეობის პოზიციიდან.

ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის ეს ორივე მხარე ურთიერთდაკავშირებულია — ქონების არარაციონალურმა სტრუქტურამ, მისმა უხარისხო შემადგენლობამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური მდგომარეობის გაუარესება და პირიქით.

საწარმოს ფინანსური მდგომარეობის მდგრადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, ფინანსური რესურსები რამდენად სწორად და მიზანმიმართულადაა დაბანდებული საწარმოს აქტივებში. საწარმოს ფუნქციონირების პროცესში აქტივების სიდიდე, მათი სტრუქტურა განიცდის მუდმივ ცვლილებებს. საწარმოს საშუალებების სტრუქტურასა და მათ წყაროებში მიმდინარე ხარისხობრივი ცვლილებების შესახებ, ასევე ამ ცვლილებათა დინამიკის შესახებ მეტ-ნაკლებად საერთო წარმოდგენა შეიძლება მივიღოთ ფინანსური ანგარიშგების ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანალიზის მეშვეობით.

საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის ხარისხობრივი ცვლილებებისა და მისი პროგრესულობის ხარისხის კრიტერიუმებად იყენებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა:

• საწარმოს სამეურნეო საშუალებათა ჯამი;

• ძირითადი საშუალებების აქტიური წილი;

• ცვეთის კოეფიციენტი;

• სწრაფად რეალიზებადი აქტივების ხვედრითი წილი;

• საიჯარო ძირითადი საშუალებების წილი;

• დებიტორული დავალიანების ხვედრითი წილი და სხვა.

ფინანსური საქმიანობის ანალიზი (ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი) ითვლება ფინანსური მენეჯმენტის შემადგენელ ნაწილად, რომელსაც გააცნია შემდეგი ძირითადი ფუნქციები:

• მოთხოვნადი რესურსების მოზიდვა და ფინანსირების იმ სქემის რეალიზება, რომელიც უზრუნველყოფს ავანსირებული კაპიტალის მინიმალურ ღირებულებას;

• საწარმოს აქტივების მართვა, რაც ხელს უწყობს მაქსიმალური მოგების მიღებას — დასაშვები დონის რისკის პირობებში;

• მიმდინარე და გრძელვადიანი გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა;

• მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება აქციონერებთან, კონტრაგენტებთან, ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან;

• გადაწყვეტილებების მიღება, ინვესტიციებთან დაკავშირებით და იმ საინვესტიციო პროექტების მართვა, რომლებიც ხელს უწყობს მესაკუთრეთა კეთილდღეობის ზრდას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დავასკვნათ, რომ ფინანსური ანალიზი (ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი) წარმოადგენს კომპანიის მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბლოკს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნესის წარმატებაზე.

—————————————————–
გადასვლები  ლევან  შენგელია წიგნის „საწარმოთა საფინანსო ანალიზი“ სხვა პარაგრაფებზე:

0.   საწარმოს ფინანსური ანალიზი
1.   ფინანსური მდგომარეობის ანალიზი

1.1 ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მიზანი

2.   ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი
3.   ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები
4.   კომერციული წინადადება

_______________________________

..