ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი

ლევან შენგელია. საწარმოთა საფინანსო ანალიზი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

სააღრიცხვო მონაცემებს მიეკუთვნება: საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების, სტატისტიკური აღრიცხვისა და ანგარიშგების, ოპერატიული აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემები.

საბუღალტრო აღრიცხვის ინფორმაცია, რომელსაც ფინანსური ანალიზის პროცესში იყენებენ, ანალიზის სუბიექტებთან და მიზნებთან მიმართებაში, იყოფა:

ა) ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების, ასევე –
ბ) მმართველობითი აღრიცხვის მონაცემებად.

ფინანსური აღრიცხვის მონაცემები წარმოადგენს ფინანსური ანალიზის სისტემის საინფორმაციო უზრუნველყოფის საფუძველს. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, წარმოებს განზოგადოებული ანალიზი და მუშავდება ძირითადი მაჩვენებლების მნიშვნელობის საპროგნოზო შეფასებები.

ინფორმაცია, რომელიც შეადგენს ფინანსური აღრიცხვის მონაცემთა ბლოკის საფუძველს, წარმოდგენილია ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების მაჩვენებლებით და გამოხატავს საწარმოს ქონებრივ მდგომარეობას.

ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ჩასატარებლად, როგორც წესი, გამოიყენება ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების შემდეგ ფორმათა მონაცემები:
• საბუღალტრო ბალანსი;
• ანგარიში მოგებისა და წაგების შესახებ;
• ანგარიში კაპიტალის ცვლილების შესახებ;
• ანგარიში ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ;
• საბუღალტრო ბალანსის დანართი.

გადახდისუნარიანობის შესაფასებლად, სარგებლობენ საბუღალტრო ბალანსის ინფორმაციით (დანართთან ერთად), ასევე — ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ ანგარიშის ინფორმაციით.

კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა აისახება იმ ინფორმაციის საშუალებით, რომელსაც შეიცავს საბუღალტრო ბალანსი და ანგარიში კაპიტალის ცვლილების შესახებ.

საქმიანი აქტივობის შესაფასებლად, სარგებლობენ როგორც საბუღალტრო ბალანსის, ისე მოგებისა და წაგების შესახებ ანგარიშის ინფორმაციებით.

შემოსავლიანობის ანალიზი კეთდება ბალანსის, მოგებისა და წაგების შესახებ ანგარიშის, კაპიტალის ცვლილების შესახებ ანგარიშის ინფორმაციების გამოყენებით.

ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე აუდიტორული დასკვნა, რომლის დანიშნულებაა იმის დადასტურება, რომ ანგარიშგების ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ფინანსური (ბუღალტრული) ანგარიშგების უპირატესობას წარმოადგენს მისი იტყუარობა და საიმედოობა; ანგარიშგება ასახავს უკვე მომხდარ მოვლენას, ამასთან, მოცემული ჯგუფების მაჩვენებლები რაოდენობრივად არის გამოთვლილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფინანსური (ბუღალტრული) ანგარიშგების მაჩვენებლების ფორმირების პროცესი ემყარება საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების საერთო მეთოდოლოგიურ პრინციპებს. რადგან ანგარიშგება ეფუძნება ამ პრინციპებს, ანგარიშგების ინფორმაცია წარმოადგენს სწორედ რომ უტყუარ დოკუმენტს.

ფინანსური (ბუღალტრული) ანგარიშგების მაჩვენებლების ფორმირებისადმი საერთო მიდგომები საშუალებას იძლევა, გამოყენებულ იქნას ტიპიური ალგორითმები ფინანსური მაჩვენებლების გამოანგარიშებისთვის; აგრეთვე შესაძლებელია, ეს მაჩვენებლები შევადაროთ სხვა საწარმოების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

ამავე დროს, იმისთვის, რომ ფინანსური ანალიზის შედეგად, უტყუარი შედეგები მიიღოთ, აუცილებელია:

) განხორციელდეს ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ვერიფიკაცია;
) მოხდეს ინფორმაციის დასაბუთებული კორექტირება როგორც გაურკვევლობის ფაქტორის, ისე განსხვავებული საიმედოობის ხარისხის მქონე ცალკეული მაჩვენებლების, ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზის პროცესში, ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგებასთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნას მმართველობითი აღრიცხვის მონაცემებიც. ანალიზის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის, მმართველობითი აღრიცხვის მონაცემების ფორმირება შეიძლება მოხდეს შემდეგ ძირითად ბლოკებთან მიმართებაში, მათთან ერთობლივ ჭრილში, კერძოდ: საქმიანობის სფეროსა და გასაღების ბაზრების გეოგრაფიული სეგმენტის მიხედვით, პროდუქციის სახეობის მიხედვით, რესურსების სახეობათა მიხედვით (მატერიალური, შრომითი, ფინანსური), პასუხისმგებლობის ცენტრის მიხედვით, ხარჯვის ცენტრის მიხედვით, მოგების ცენტრის მიხედვით.

ფინანსური მდგომარეობის ანალიზში ანგარიშგებისა და სტატისტიკური აღრიცხვის მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას განვითარების და ცვლილებების იმ ტენდენციათა გამოსავლენად, რაც დამახასიათებელია ძირითადი მაჩვენებლებისთვის, გაურკვევლობის ხარისხისა და სხვადასხვა სახის რისკებისთვის. მაგალითად, გაყიდვების მოცულობის დინამიკის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საფუძველს საპროგნოზო ფინანსური ანალიზის ყველა სისტემისთვის.

ფინანსური მდგომარეობის ანალიზისთვის გამოიყენებენ ოპერატიული აღრიცხვის მონაცემებსაც: ოპერატიული ცნობები: ) ფულადი საშუალებების მოძრაობისა და არსებობის; ) დებიტორული დავალიანების შესახებ და სხვა ინფორმაციები.

ფინანსური ანალიზისთვის საწყისი მონაცემები შეიძლება მოძიებულ იქნას ინფორმაციის გარე წყაროებიდან: საერთო ეკონომიკური ინფორმაცია, დარგობრივი ინფორმაცია, ინფორმაცია საფონდო და უძრავი ქონების ბაზრების შესახებ, ინფორმაცია კაპიტალის ბაზრის შესახებ, ინფორმაცია მესაკუთრეებისა და ანალიტიკური კომპანიების შესახებ, ინფორმაცია კონტრაგენტების შესახებ, ინფორმაცია კონკურენტების შესახებ და ა. შ

—————————————————–
გადასვლები  ლევან შენგელია წიგნის „საწარმოთა საფინანსო ანალიზი“ სხვა პარაგრაფებზე:

0.   საწარმოს ფინანსური ანალიზი
1.   ფინანსური მდგომარეობის ანალიზი

1.1 ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მიზანი

2.   ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი
3.   ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები
4.   კომერციული წინადადება

_______________________________

..