ბიზნეს-გეგმის დამოუკიდებლად შემუშავება

ლევან შენგელია. ბიზნეს გეგმების შედგენა . თბილისი 2010 .
გადასვლა ნაშრომის “ლევან  შენგელია . ბიზნესგეგმების შედგენასათაო გვერდზე


.ბიზნეს გეგმის დამოუკიდებლად შემუშავება

თუ გადაწყვიტეთ ბიზნეს გეგმის დამოუკიდებლად შედგენა, საჭიროა იცოდეთ, რომ არსებობს საინვესტიციო პროექტების შედგენის სამი ძირითადი ეტაპი:

1. წინასაპროექტო კვლევა. ამ ეტაპზე ხდება პროექტის რეალიზაციისთვის საწყისი მონაცემების შეგროვება, მარკეტინგული ანალიზი, ფასდება პროექტის შესაძლო ეფექტურობა ფინანსირების სქემის გაუთვალისწინებლად.

2. მეორე ეტაპზე ეფექტურობის მაჩვენებლები გამოიანგარიშება ფინანსირების სქემის გათვალისწინებით.

3. პროექტის ექსპერტიზა. მოწმდება პროექტის მდგრადობა და მგრძნობელობა სხვადასხვა ფაქტორების ცვლილებისადმი.

ბიზნეს გეგმაში მოცემული უნდა იყოს სამივე ეტაპის შედეგები. ბიზნეს-გეგმის დამოუკიდებლად მომზადებისას დახმარება შეიძლება დაგჭირდეთ ინფორმაციის მოგროვების ეტაპზევე.

ზოგან კომერციული საიდუმლოს ცნება ფართოდაა გაგებული და ამ ნაწილში ხვდება კონკურენტების შესახებ მოპოვებული სულ მცირედაც კი სასარგებლი ინფორმაცია. თვით ბუღალტრული ანგარიშებიც კი, რომელიც კანონით საჯაროა, ჩვეულებრივ, მიუწვდომელია. ამიტომ, ინფორმაციის შეგროვება ხდება მარცვალ-მარცვალ. სხვა სირთულეა, პროექტის ეფექტურობის შეფასება და მისი ექსპერტიზა. ორივე ამ პროცესს სჭირდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა. ამასთან, მაღალია ტიპიური შეცდომების დაშვების ალბათობა.

ბიზნეს გეგმის დამოუკიდებლად შემუშავებისას უმჯობესია დეტალურად გაერკვიოთ პროექტის ყველა ასპექტში, მაგრამ ამაზე ბევრი დროც დაგეხარჯებათ. ყველაზე ეფექტური გზაა – მიმართოთ ამ საქმის სპეციალისტებს საკონსულტაციოდ

<<< წინა გვერდი მომდევნო გვერდი >>>