როგორ დავწეროთ CV

როგორ დავწეროთ CV და ვეძებოთ სამუშაო     

შინაარსი

როგორ შევადგინოთ CV

1. რა ნაკლი აქვთ CV-ების უმეტესობას
2. რამდენიმე დამატებითი რჩევა CV-ს შესადგენად
3. ღირს თუ არა CV-ს ინტერნეტში განთავსება

სად განვათავსოთ განცხადება

4. ვაკანსიის ინტერნეტში განთავსება- საუკეთესო გზაა
5. სად განვათავსოთ ვაკანსია -ფასიან თუ უფასო საიტებზე?
6. ვაკანსიების განთავსება HR- საიტების ქსელში – პარალელურად გემსახურებათ 300 საიტი
7. ვაკანსიებისა და დასაქმების პეიჯებისა და ფეის- ჯგუფების სია
8. ფეის-ჯგუფები ვაკანსიების უფასო განცხადებების გამოსაქვეყნებლად
9. ფეის-ჯგუფები, სადაც ვაკანსიის მაძიებლები ანთავსებენ თავიანთ განცხადებებს

 

 

          

 

როგორ შევადგინოთ CV

CV-ს შედგენაზე უამრავი სტატიაა ინტერნეტში.ტარდება ტრენინგები CV-შ შედგენაზე. შედეგად, გაივსო ინტერნეტი CV-ებით, რომლებიც აინშტაინსაც შეშურდებოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს, ამ CV-ებს დამსაქმებლები ზოგადად თუ გადაავლებენ თვალს, თუმცა გამართული, სიმპათიური СV-ს გაგზავნა აუცილებელია. უფრო სწორად, აღარავინ ენდობა CV-ებსა და მჭექარე დასახელებიან ტრენინგ-ცენტრებს. ყველას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს – რეალურად რისი გამკეთებელი ხართ და რა შედეგი ექნება თქვენს მოღვაწეობას.

1. რა ნაკლი აქვთ CV-ების უმეტესობას

1.1  CV-ების უმეტესობა სტანდარტულია, ერთმანეთისგან ან ინტერნეტიდან გადმოწერილი. ეს ჩანს თვალის ერთი გადავლებითაც და დამსაქმებელიც კარგავს ინტერესს.
1.2  ზოგადია, არ შეესაბამება დამსაქმებლის კონკრეტულ მოთხოვნებს. თუკი დამსაქმებელი ეძებს ფლეერების დამრიგებელს, მას არ აინტერესებს გაქვთ თუ არა დოქტორის ხარისხი. მას თქვენი ამ სფეროში გამოცდილება და შეიძლება გარეგნობა ან კომუნიკაბელობა აინტერესებდეს.
1.3  ყურადღებას არ ამახვილებს მაძიებლის რეალურ მიღწევებზე. შეიძლება რამდენიმე კარგ ადგილზე იყოთ ნამუშევარი და ყველგან წარუმატებელად. ეს არც ისე იშვიათია ჩვენთან. ამიტომ- მიუთითეთ თქვენი კონკრეტული წარმატებული პროექტები.
1.4 უნდა გვახსოვდეს – დამსაქმებელს აინტერესებს მხოლოდ ის ეფექტი, რასაც თქვენი სამსახურში მიღებით მიიღებს უშუალოდ ამ პოზიციაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია თქვენი გამოცხადებულ პოზიციასთან შესაბამისობა და არა თქვენი პოტენცია. იქნებ ჯობს ზოგჯერ დამალოთ კიდეც თქვენი შესაძლებლობები? ერთი რამ ცხადია- ყველა სიტუაციაზე მორგებული CV არ არსებობს.

2. რამდენიმე დამატებითი რჩევა CV-ს შესადგენად

უშუალოდ CV-ს  სტრუქტურაზე , ინტერნეტში უამრავი სტატიაა და ამ თემის აქ გაშლას არ ვთვლით საჭიროდ. აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმე ასპექტს:
2.1  კარგად გაეცანით ვაკანსიის განცხადების მოთხოვნებს  და გაიზრეთ, შეესაბამებით თუ არა ამ  ვაკანსიას
2.2  სტანდარტული CV არ არსებობს. ყველა ვაკანსიისათვის CV უნდა დაწეროთ თავიდან, უშუალოდ ამ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად. ზედმეტი ინფორმაცია დაიყვანეთ მინიმუმამდე
2.3  არ ჩაწეროთ ყალბი ინფორმაცია და ინფორმაცია, რომლის გადამოწმება შეუძლებელია
2.4  ყურადღება გაამახვილეთ თქვენს მიერ, ამა თუ იმ სამუშაოზე მიღებულ შედეგებსა და მიღწევებზე.
2.5  იყავით მართალი CV შედგენისას. იცოდეთ, ვერავის ვერაფერში მოატყუებთ
2.6  აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ფეის-აკაუნტის, პეიჯის, ტვიტერის და ა.შ. მისამართები, ყველა ელექტრონული კოორდინატი.

3. ღირს თუ არა CV-ს ინტერნეტში განთავსებადა ვიდეო CV-ები

არა გვგონია, რომელიმე დამსაქმებელი სააგენტოების გვერდებზე ეცნობოდეს მაძიებელთა CV- ებს. გაცილებით სწორად მიგვაჩნია, დამსაქმებელს მიაწოდოთ მისი მოთხოვნების შესაბამისი, მოკლე CV, ხოლო ვრცელი ინფორმაცია დადოთ თქვენს გვერდზე და მოკლე CV  – ს დაურთოთ ლინკი აქ >>> დასაქმების ინტერნეტ-რესურსები ქართულად
არის დასაქმების ჯგუფების ვრცელი სია.  შეარჩიეთ თქვენი შესაბამისი ჯგუფი და იქ განათავსეთ თქვენი მოკლე ანოტაცია. ჩვენ გამოვთქვით იდეა ვიდეო CV-ების მომზადების შესახებ. იგი ძალიან ეფექტირი გამოდგა. იხილეთ >>> განათავსეთ ვიდეო  CV-ები

სად ვეძებოთ ვაკანსიები

4. ვაკანსიები, ინტერნეტში უნდა ეძებოთ

გასაგებია, რომ ვაკანსიები უნდა ეძებოთ ინტერნეტში. ინტერნეტში არსებობს ვაკანსიების მრავალი  რესურსი.
ჩვენ აქ მხოლოდ მათზე ვაკეთებთ აქცენტს, ვის შესახებაც შედარებით დეტალური ინფორმაცია გვაქვს.

5. არსებობს თუ არა  ინტერნეტში გამოქვეყნებული ვაკანსიები რეალურად, ვენდოთ თუ არა?
ფირმების საიტებზე განთავსებულ ვაკანსიების  ნაწილს ბევრი მკითხველი არ ენდობა

ფირმების უმეტესობა, საიტების ადმინები დაინტერესული არიან მოიზიდონ ბევრი ვიზიტორი.  მათ ურჩევენ გახსნან ვაკანსიების გვერდი, რადგან ეს იზიდავს ვიზიტორებს. სავარაუდოდ, ამიტომაც ყველა ფირმას აქვს გვერდი „ვაკანსიები“. სამუშაოს მაძიებელთა ნაწილი ამიტომ არ ენდობა მათ.

უფასო  ფეის-ჯგუფებში განთავსებულ ვაკანსიებს მკითხველთა ნაწილი არ ენდობა

ფირმების პიარ ტექნოლოგები, ეძებენ თავიანთი ფირმის უფასოდ რეკლამირების გზებს. ვაკანსიების უფასო განცხადებების ჯგუფებში განცხადებების გამოქვეყნება კარგი უფასო რეკლამაა (ე.წ. ბექლინკები). ამიტომ მათ ბევრი არ ენდობა.

ბევრი ძალიან ფრთხილად უყურებს საიტებს, სადაც დასაქმების მსურველებს წინასწარ თხოვენ ანკეტის თანხას

ამგვარი სიფრთხილე ჩვენც ბუნებრივად მიგვაჩნია

6. როგორ საიტებზე გამოქვეყნებული განცხადებებია დასაქმების მაღალ შანსიანი  ?

შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს ამ თემაზე.ჩვენ ვთვლით, რომ დასაქმების მარალი შანსია იმ საიტების განცხადებებით, რომლებზეც ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად დამსაქმებლები იხდიან თანხას. ეს თანხა არაა დიდი, მაგრამ მიუთითებს დამსაქმებლის დონესა და მზაობაზე. ამ თვალსაზრისით, დავასახელებდით ორ საიტს:
www.hr.ge
https://www.facebook.com/jobsaqartvelo/

7. რომელ საიტებზე უნდა ვეძებოთ ვაკანსიები

ვაკანსიები, ჩვენი აზრით, უპირველესად უნდა ეძიოთ აქ https://www.facebook.com/jobsaqartvelo/

8. ფეის-ჯგუფები, სადაც ვაკანსიის მაძიებლები ანთავსებენ თავიანთ განცხადებებს

სამუშაოს მაძიებლებს, თავიანთი მოკლე განცხადებები შეუძლიათ გამოაქვეყნონ სპეციალურ ფეის- ჯგუფებში. სიის სანახავად დააკლიკეთ აქ >>> დასაქმების ინტერნეტ-რესურსები ქართულად
ეს საკმაოდ საინტერესო ჯგუფების სიაა. იმ ჯგუფებისა, სადაც განცხადებების გამოქვეყნების უფლება აქვთ მხოლოდ სამუშაოს მაძიებლებს. ვრცელი განცხადებების გამოქვეყნებას აზრია არა აქვს. გამოქვეყნება კი სასურველია, რადგან ამ დროს ფიქსირდება თქვენი აკაუნტი და ჯგუფის წევრებს, ახალი ვაკანსიის შემოსვლისას ავტომატიურად მიდით შეტყობინება.