რჩევები რერაიტერსა და კოპირაიტერს

რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ რერაიტერებმა და კოპირაიტერებმა მუშაობისას

კარგ კოპირაიტერებს არ უჭირთ  სამუშაოს პოვნა, მაგრამ კოპირაიტერის შრომა განსაკუთრებით მოთხოვნადია, თუკი:
– იგი ერკვევა seo-ოპტიმიზაციაში;
– შეუძლია საიტზე პირდაპირ დადოს თავისი ნაშრომი.

ამ პროფესიებს შეგიძლიათ დაეუფლოთ სპეციალურ დისტანციურ ტრენინგებზე (კურსებზე):
☼  კოპირაიტერი / რერაიტერი, Seo-ოპტიმიზაცია და გუგლში წინწაწევა

577 235 400; Caumednet@gmail.com; skype- medgeo.net

თქვენი ტრენერები დაგეხმარებიან მიიღოთ პირველი სამუშაოებიც ამ მიმართულებით და შეხვიდეთ რერაიტერთა სფეროში

რჩევები რერაიტერსა და კოპირაიტერს

♦ აქ ვაქვეყნებთ რერაიტერებისა და კოპირაიტერებისათვის განკუთვნილ რჩევების ნაწილს

რა თქმა უნდა, რერაიტის მთავარი მიზანია – მიაღწიოს უნიკალურობის მაღალ პროცენტს სპეციალური პროგრამებით შემოწმების დროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა პარამეტრებიც.

♦ გირჩევთ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდები:

შეცვალეთ მასალის სტრუქტურა

  1. თავდაპირველად შეცვალეთ მასალის სათაური. გახადეთ იგი მკითხველისათვის რაც შეიძლება უფრო მიმზიდველი
  2. სასურველია მინიმუმ ორი წყაროს გამოყენება მაინც. ამ შემთხვევაში მიიღება ტექსტი, რომელიც არ იქნება არც ერთი  ორიგინალური სტატიის მსგავსი. ამავე დროს, გადაამოწმებთ  ინფორმაციის სანდოობას..
  3. უპირველეს ყოვლისა, გააკეთეთ ორიგინალი სტატიების სარჩევი, რა მარტივიც არ უნდა იყოს იგი
  4. შეადგინეთ ახალი სარჩევი , ამ ორის ბაზაზე, რომელიც არც ერთს არ დაემთხვევა და შესაბამისად გადაადგილეთ ტექსტის ნაწილები. მიიღეთ ახალი ტექსტი.

შეცვალეთ მასალის ვიზუალი

  1. შეეცადეთ ჩაამატოთ ტექსტში ქვესათაურები, აღრიცხვები, ცხრილები, ილუსტრაციები. ეს გახდის სტატიას ვიზუალურად უცნობს. ამისათვის, თუ საჭიროა გამოიყენეთ დამატებითი წყაროები.
  2. არსებულ მასალებს, თუ ეს შესაძლებელია შეუცვალეთ სახე. მაგალითად ცხრილები გადაწერეთ გრაფიკული ფორმის და პირიქით, გამოიყენეთ ფერები, ბოლდი და ა.შ., მოკლედ, შეცვალეთ ვიზუალი.

შევცალეთ ტექსტების სინტაქსური წყობა და გაასწორეთ გრამატიკა.

  1. ჩვენს რეალობაში, ხშირად ტექსტის უბრალოდ გრამატიკულად გასწორებაც კი, მნიშვნელოვნად ზრდის ტექსტის უნიკალობას.
  2. გამოიყენეთ სხვადასხვა გრამატიკული მეთოდები, ტექსტში სიტყვებისა და წინადადებების გადაადგილებიდან დაწყებული დამატებითი აბზაცების, პუნქტების ჩამატებამდე და ა.შ
  3. თუ აზრობრივი შემადგენლობა არ ირღვევა აბზაცების გადაადგილებით, მაშინ აუცილებლად გადაადგილეთ აბზაცები
  4. დაშალეთ რთული წინადადებები. მარტივები, პირიქით გააერთიანეთ. გამოიყენეთ სწრაფი რერაიტინგის გამოცდილი მეთოდი, რომლის დროსაც ტექსტი იყოფა ცალკეულ წინადადებებად, რომლის შესაბამისადაც იქმნება შეცვლილი ვერსია. ამის შემდეგ წინადადებები ერთდება და მიიღება უნიკალური სტატია.
  5. თუ შინაარსი არ იცვლება გადაადგილეთ სიტყვები
  6. შეცვალეთ სიტყვების ნაწილი სინონიმებით. ყოველთვის არ გვიწევს იმ ტექსტების რერაიტინგის გაკეთება, რომელთა თემებშიც ავტორი ერკვევა. ვიდრე შეარჩევთ სინონიმებს და გადააადგილებთ სიტყვებს, გაიგეთ რას ნიშნავს გამოყენებული სიტყვა.
  7. ფრთხილად შეასრულეთ რერაიტი უშუალოდ ტექსტის გარკვეული ნაწილების შეცვლის გზით. მაგალითად, ზოგიერთი ავტორი ცვლის ყველა ზმნას ტექსტში და ამით ზრდის მის უნიკალურობას. დიახ, შეიძლება კარგი უნიკალურობის მიღწევა, მაგრამ ასეთი სტატიის წაკითხვა რთული და უინტერესო იქნება.

გამოხატეთ თქვენი აზრი

  1. დაამატეთ რამე თქვენგან. მაშინაც კი, როდესაც წყარო-სტატიის თემა უცნობია, შეიძლება დაიწეროს დასკვნა და შესავალი აღნიშნული ტექსტის შესაბამისად. ეს არ უნდა იყოს „წყალი“, აზრი არაფერზე. უნდა იყოს ზუსტად დასკვნა, მცირე შენიშვნა, რომელიც უბრალოდ გააზავებს და შეავსებს წყაროს.
  2. თუკი არა ხართ დარწმუნებული საკუთარი მოსაზრებების სისწორეში, სხვა აკაუნტიდან გამოიყენეთ კომენტარების ფორმა. ჩაწერეთ თქვენი მოსაზრება, როგორც არაუცილობელი კომენტარებში.

რაც მთავარია

  1. უპირველეს ყოვლისა ფრაზები უნდა იყოს მოქნილი და საინტერესო. შედგენილი ტექსტი უნდა იკითხებოდეს მარტივად და ერთი ამოსუნთქვით. მასში უნდა იგრძნობოდეს თქვენი გემოვნება და სტილი. და თუ ეს ყველაფერი შესრულებული იქნება, უმაღლეს, პროფესიონალურ დონეზე, დარწმუნებული იყავით, რომ ამას დამკვეთი აუცილებლად დაგიფასებთ.

შეაჯამეთ თქვენი შრომა

  1. მიიყვანეთ ტექსტი მაქსიმალურ უნიკალურობამდე. ყველა დამკვეთი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს ამ მაჩვენებელს.
  2. ტექსტის უნიკალობა შეამოწმეთ უნიკალობის გამომთვლელი რამდენიმე საიტიდან. გაითვალისწინეთ, შემმოწმებელი საიტების უმეტესობა ქართულზე ცუდად მუშაობს.
  3. თუ თქვენ აიღეთ შეკვეთა რერაიტინგის შესასრულებლად, შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმბოლოების დაახლოებითი მოცულობა, ასევე საწყისი მასალის სტილი და აზრი.
  4. ვიდრე დაამთავრებდეთ სამუშაოს, აუცილებლად წაიკითხეთ ტექსტი და უმჯობესია ეს გააკეთოთ ხმამაღლა. სიტყვებისა და წინადადებების წარმოთქმა დაგეხმარებათ გამოავლინოთ ხარვეზები.
  5. აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენს მიერ აღმოჩენილი მეთოდები – ამგვარები ბევრი დაგიგროვდებათ, შეადგინეთ სინონიმთა საკუთარი ლექსიკონი და ა.შ.

სამუშაო არ მთავრდება ტექსტის მომზადებით

  1. კლიენტი, გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად შეამოწმებს რა პოზიცია დაიკავა თქვენმა სტატიამ გუგლში, მიუხედავად იმისა, გქონდათ თუ არა გუგლში ადგილის შესახებ შეთანხმება. თუ მოწინავე პოზიციაზე ვერ დადგა სტატია, თქვენი ნამუშევრის ფასი დაეცემა, ამიტომ, სასურველია, კოპირაიტინგთან ერთად ფლობდეთ seo – ოპტიმიზაციის მეთოდებს. ასევე, დამოუკიდებლად შეგეძლოთ თქვენი სტატიის საიტზე დადება, კორექტირება და ა.შ. ჯობს დამოკიდებული იყოთ მხოლოდ საკუთარ თავზე.
  2. აუცილებლად მოახდინეთ რერაიტინგისგან მიღებული მასალის ოპტიმიზაცია. სულ მცირე, თქვენ დაგჭირდებათ საკვანძო სიტყვების დამატება, რაც სავსებით არ არის რთული, ტექსტების ხარისხი კი მაშინვე გაიზრდება. თუმცა- ეს უკვე ცალკე თემაა.
  3. ასევე, აუცილებელია პოსტს გაუკეთოთ თანხლება, რათა მას მუდმივად ქონდეს გუგლში მოწინავე პოზიციები. მინიმუმ- პერიოდულად გააშეარეთ იგი სოციალურ ქსელებში. ეს შეიძლება არც შედიოდეს შემკვეთთან ხელშეკრულებაში, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩება და შეგეხიდებათ მუდმივად გქონდეთ შეკვეთები.